вторник, 7 апреля 2009 г.

ქორონიკონისა

(ქორანიკონსა ოკდომბერში შილდიდამ რამდენიმე თელავს დავიხიზნენით; ომარხან ივრის პირზე, ნიახურაზე, იბრძვის და კიდეც გაიმარჯვა გულაკოვმა ვასილი სიმონოვიჩმა, დიდი ძრწოლა და ლიტი იყო.)


 
თელავსა კარის საყდარში ქადაგება, პირველი.

  რომელი თვისისა კაცთ-მოყვარეობითისა მოწყალებისათვის ზეგარდმოითა განგებულებითა, ჩვენის საუკუნედ პყრობილებიდამ გამოხსნისათვის და ზეცად აღყვანისათვის განხორციელდა, ეგოდენის ვნების, ჯვარისა და სიკვდილისა დამთმენელმან უფალმან ჩვენმან, სახედ და მაგალითად, ირველად ლოცვა გვიბრძანა და გვამცნო, ვითარმდეს "იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" არამედ კვალად ესრეთ ილოცევდითო, ვითარმედ "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" და ამაზედ მაუფეთა და წინასწარმეტყველთა თხემ გვირგვინმა დავით დაგვიწერა, ფსალმუნს შინა 117 ვითარმედ "გარე მომადგეს მე და მომიცვეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ" იმ დიდებულს წინასწარმეტყველს თავისის მკურვალის ვედრებისაგან როგორც იმედი ჰქონდა, ეგრეთვე თავის სარწმუნოსა და ღუითის სათნოს კაცთაც ლოცვითა შეიწევდა, და ამით თვისი მტერი დასცის და დაამდაბლოს. გასინჯეთ Yღუითისადმი ლოცვას ესოდენი ძალი და მადლი აქვს, და დღეს ჩვენც იმას უნდა მივხედოთ, და ჩვენც ისრე მოვიქცეთ. მოსეს უბრძანა ღმერთმან, ვითარცა დასწერს; ვითარმედ "ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ამის, და გარდამოვხედო განრინებად მათდა." ეგვიპტელთ მეფეს ფარაოს ისრაელთ ერი რომ ეგოდენს შეწუხებაში ჰყვანდა, და დიდადაც იყვნენ შეჭირვებაში, არკი შეიწყალა ღმერთმან და Mმთასა ზეად ქორებსა მოსეს ცხოვართა მწყსაში გამოუჩნდა უფალი და ეს სიტყვა უბრძანა, და სხვა მრავალი სასწაულიც გამოუცხადა: 1 მოსეს ხელის განკეთროვნება. 2, კვერთხისა გველად ქცევა. 3, ჰაერის დაბნელებადა მუმლისა და მკალისა და მყვარისა, და სასმელის წყალისა სისხლად ცვალება. და სხვა-და-სხვა რავდენის სასწაულის გამოცხადება. და შემდგომად ანგელოსისა მიერ რისხვითა და საშინელებითა, წარმარითა სახლისა რავდენის სულის მოწყვედითა? ხოლო ისრაელთა ყოვლითურთ უვნებელად განრომითა, ნიშითა და სასწაულითა სისხლისა და წვრილთა ზღურბლთა მათთა კართა ზედა ცხებითა. და ესემოასწავებდა ქრისტეს ჯვარისა აღნიშვნითა და უკვდავისა სისხლისა დათხევითა, კაცთა ბუნებისა გამოხსნასა ხელითაგან ეშმაკისა და ჯოჯოხეთისათა. და შემდგომად ეგვიპტით გამოსვლისა ხომ გასმიათ, ისრაელთათვის ნათლისა სვეტისა წინა ძღომითა, და ზღვიისა და მეწამულისა განპობითა და განსლვითა. ხოლო წარმართა მათ ერისა სიმრავლისა დანთქმითა და მოოხრებითა. ესე ყოველი მოკლითა და მცირითა სიტყვითა მოგახსენე რომ ყოველივე ესე ლოცვამან და ღუითის ვედრებამა ჰქმნა. ჭეშმარიტად, და ღვთისა მიერმა მოწყალებამა, და ესე თქვენშიაც მრავალმა კეთილად უწყის, რომ ლოცვასა და ღუითის ვედრებას რაოდენი შესაძლებლობა აქვს.

მოიხსენეთ 4, მეფეთასა შინა 13 თავსა აწერილი ვითარისა აღწერითა მოუთხრობს. როდესაც ისრაელთ მეფემ იოქაზ შეცოდებითა რაითამე შესცოდა ღმერთსა და ამაზედ სურის მეფე ბრძოლად აღუდგინა, და ისრაელთ სამკვიდრებელი დაიპყრეს. აღმოვიკითხოთ რაოდენი შეჭირვება და აოხრება მიეცათ, მაგრამ როდესაც შესტირეს ღმერთსა და სინანული აჩვენეს, და უმეტესღა ოქოზიას ლოცვამა და ღვთის ვედრებამა, თუ ვითარ შემოიკრიბნა ერნი და ვითარის მხურვალის გულით შესტირეს, და ვედრება და შესაწირავი აღუთქვეს. მაშინვე შეისმინა ღმერთმან იმათი ეგოდენი ცრემლი და ვედრება და სინანული, სძლეს სურის მეფეს განსდევნეს მოსწყვიდნეს, და შემუსრნეს ყოველნი მხედრობანი და სპანი მისნი, და დაიპყრეს ყოველივე სამკვიდრებელი და ადგილი თვისი. ლოცვას ესოდენი შემძლებლობა და ღვთისა მიერი შეწევნა ძალუძს, ღვთის-მოყვარენო.

კვალად აღმოვიკითხოთ 2, ეს ნაშთთას შინა, აღწერილი ასურეთის მეფისა სენაქერემის დაცემისათვის. როდესაც ისრაელთ მოადგა და ებრძოდა სასტიკითა ბრძლოთა, მაგრამ ეზეკია მეფე რომ წარმოდგა და ისრაელთ ერს უბრძანა : " მათთანა მკლავნი ხორციელნო, ხოლო ჩვენთანა უფალი ღმერთი რომელი გვიხსნის და ჩვენ წილ ბრძოდისო" მაშინ განმხნობდა ერი და მხურვალითა ლოცვითა ევედრებოდნენ ღმერთსა. მყისვე შეისმინა ღმერთმან ვედრება მათი და მთავარანგელლოსი მიხაილ შემწედ გარდამოუვლინა და დიდის რისხვითა და საშინელებით ას-ოთხმოც-და-ხუთი ათასეული სული მოსრა, ყოველი იგი ბანაკი ასურატენელთა და განერა ერი ისრაელთა. ესე ყოველი ლოცვამან და ღუთისა მიმართმა ვედრებამ, მათმა ძალიდვა ჭეშმარიტად. და ჩვენც დღეს იმისთანა სასოება გვქონდეს ღუითისადმო, უკეთუ ჩვენც ჭეშმარიტის სასოებით შევსტირებთ ღმერთსა, ჭეშმარიტად მოგვხედავს მოწყალება ღუითისა, და მტერსა და ამაოხრებელსა ჩვენსა დასცემს და შემუსრავს მადლი და ძალი ღუითისა, და მშვიდობით განვერინებით და გამოვიხსნებით.

კვალად მოვიხსენოთ წიგნსა შინა ივდითსსა აღწერილნი, ვითარ მოხედნა მოწყალებამან ღვთისამან მწარედ შეწუხებულთა მათ ერთა და ქვეყანათა, როდესაც ძლიერი, და დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ ყოვლის ქვეყნის ასაოხრებლად აღიძრა, ასრე განძლიერდა, და ასეთი საშინელი მხედრობა და ჯარი შეკრიბა, რომ დიაღ მრავალი ქვეყანა მოაოხრა, დაწვა, დააქცია და დაარღვია. მერმე ისრაილთ ქვეყანასაც რომ ასაოხრებლად მოადგა, შეკრიბა სულ რჩეული მხედარი ათორმეტი ათასი და ქვევითი მხედარი ასოციათასი და ამაზედ დიდად შეძრწუნებულნი და შეშინებულნი შეიქმნენ ისრაელთ ერნი, და არც იმათი ბრძოლისა და წინაგანწყობის შეძლება ჰქონდათ. მაშინ წარმოდგა მღვდელი ელიაკიმ. შემოკრიბნა ერნი და ერთბამად ხმითა და ტირილითა ილოცეს და ვედრება შესწირეს ღმერთსა. მაშინ განგებითა ღვთისათა ერთი ვინმე დედაკაცმა ივდით, თავსგამოიდვა, სიმხნე შეიმოსა. ერთის რომლითამე საქმითა და ცდით შეეპარა მძინარეს ოლომფორეს. მოჰკვეთა თავი მახვილითA და განმხნობილმა გამოიტანა მოკვეთილი თავი ოლომფორესი, და სიხარულით მოართვა ისრაილთ ერსა. ესენი დიდად განჰკვირდნენ ამაზედ, და დიდად მადლობა შესწირეს ღმერთსა, და მყისვე აღდგნენ ძლიერებით, თავს დაესხნენ იმდენს ძლიერს სპა ჯართ სიმრავლესა, დევნა უყვეს, ამოსწყვიდნეს, ახოცნეს და მოსრნეს ასურასტანელთ ეგოდენი ბანაკი. და ჰსდევნიდეს ვითარმე კიდემდე საზღვართა მათთა და აღივსნენ მრავლითა და ურიცხვითა საგანძურითა, და მოიქცეს თვისთა საზღვართა, და დიდი მადლობა და შესაწირავი შესწირეს ღმერთსა. და აჰა ივდითსა უძლიერესი ღვთისმშობელ მარიამ, ღვთის-მოყვარენო, ამას შევსტიროთ, ამას ვევედრნეთ მხურვალის გულითა და ამის მადლი და მეოხება შეგვეწევა და ჩვენს მაგიერად ამისი ძალი და სასწაული მისცემს ჩვენს მტრებს პასუხს, და დასცემს და შემუსრავს ყოველთა მტერთა, და წინააღდგომთა ქრისტეთა ჭეშმარიტად.

კვალად ერთი ესეცა მოვიხსენოთ აქა შემოკრებილნო ღვთისმოყვარენო, და ნურც ჩემს მოხსენებას ზედა ესოდენსა შესწუხდებით, და ნურც თქვენს ეგოდენს გარჯასა და შრომას დაინანებთ, რომელ ესე ყოველთათვის საზოგადო შრომა და დაღალვა არის.

როდესაც დიდმან მოხე წინასწარმეტყველმან ისრაელთ ერს სამართალი განუწესა, ვითარცა წერილ-არს გამოსვლაისა შინა, 21, მაშინ ღმერთი ესრეთ უბრძანებს მოსეს. "რომელმან ქვრივი და ობოლი შეაწუხოსო, და შემამტიროსო, მე იმას შევისმენო, მე იმის შემაწუხებლებზედ დიდად გულისწყრომად აღვიძვრიო. კარგად გასინჯეთ ეს ღვთის ბრძანება. და ჩვენც ასე გვწამდეს რომ, რადგან ამდენი ქრისტიანობა იმ უსჯულოს ომარხანისაგან, და იმდენის ჯარის შეკრებისაგან ასე შეშინებულნი ვართ, რომ არ ვიცით ღმერთმან რომ არ მოგვეხდოს და ის უსჯულო მოგვერიოს, რას გვიზამენ, და რა განსაცდელი მოგვადგება, და ეს ამდენი ქვრივი, და ობოლი, და მწარედ გლახაკნი, სოფლებიდამნ აყრილნი, სიცივით, შიმშილით, ცას ქვეშე ჰყრიან მწარედ შეწუხებულნი. ოჰჰ, მე რავიცი, ღმერთო, ღმერთო, რა უბრძანე მოსეს მონასა შენსა?! აი თუ ამათს შემაწუხებელზედ გულისწყრომად აღიძვრი, ამათს ქვეივ ობლობას მოხედავ, ამათს შეწუხებას შეიწყალებ?! მე კი მრწამს ჭეშმარიტად, მრწამს ჭეშმარიტად ჩემი ღირსებისაგან კი არა, მაგრამ მრწამს და ვსასოებ, რომ შეიწყალო, და უღმთოთა და უსჯულოთ ამათი ამდენი შეწუხება არ დაუთმო, და კიდეც დაუმარცხდეს იმის ჯარსა, და ჩვენმა ჯარმა, და იარნალმა გულაკოვ ვასილიმ კიდეც გაიმარჯვოს, და სიხარულის ამბავიც მოგვივიდეს. ღვთის-შეწევნითა, რომ ამდენის ქრიტიანობის ცრემლი და ვედრება აჰ დღეს თუ ხვალ სიხარულისა და გამრჯვების ხმასაც გაგვაგონებს ვითარცა დიდი წინასწარმეტყველი ისაია ღაღადებს, 30, 19, "ერმან წმინდამან სიონს შინა დაამკვიდროსს და იერუსალიმმან ტირილით იტირა: შემეწიემე, შეგიწყალოს შემ ხმისა ღაღადებისა შენისა, რაჟამს იხილა შეგიწყალან შენ" ეგრეტვე იერემია წინასწარმეტყველი დაგვიწერს, 29, 12, "მხადოდეთ მე და ხვიდოდეთ და ილოცეთ ჩემდამო, და მე ვისმინო თქვენი" და დავით წინასწარმეტყველი გვარიგებს. "ჭირსა მხადე და მე გიხსნა შენ".სულითა ღვთისათა მეტყველი, და იონა წინასწარმეტყველისათვის დასწერს, 2,3, "ილოცა უფლისა მიმართ მუცლით გამო ჩეშაპისათ. უბრძანა ღმერთმან ვეშაპსა, და განაგდო ხმელად." აქ იონა წინასწარმეტყველი ლოცვამ და ღვთის ვედრებამ საშინელის ვეშაპის მუცლიდამ გამოიყვანა და იქ ნინეველთ უქადაგა სინანულნი, და ისინც ლოცვითა და მარხვით ღვთის გულისწყრომას განერნენ. და ესენი ჩვენ სახედ და მაგალითად გვაქვს, და დაწვრილებივა გვაქვს, და იმედი როგორ არ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენც ღმერთმან შეგვიწყალოს, და იმათსავით მოგვხედოს და უსჯულოთაგან დაგვიხსნას, თუ ჩვენც იმათ მივბაძავთ და იმათსავით სინანულით მოვიქცევით. გვრწამდეს, ქრიტიანენო, იმედი გვქონდეს რომ ღმერთმან მოგვხედოს და თვენი ლოცვა და ვედრება შეისმინოს. შნეულ თუ ვართ და შეცოდებულ, მივხედოთ დიდის ევზილის ლოცვასა, იმის მივბაძოთ, იმასავით ვევედრნეთ, და ლხინება მოგვეცემა. ძალ-მოკლებულნი თუ ვართ, და ჩვენზედ უფრო შემძლებელი მტერი გვებრძვის, ძალ ჩვენდა არს უფალი იესო ქრისტე, და იმისდა მიმართ მხურვალე ვედრება ჩვენი, რომელიც სახე და მაგალითი დაწერილები მოგახსენე. იმათსავით ვილოცოთ და ღმერთი შეგვეწევა, და ჩვენს მტრებს დასცემს და დაამდაბლებს, ჩვენთვის ვნებული, და ჩვენთვის განხორციელებული, და ჯვარცმული იესო. უშემწენონი თუ ვართ, და უნუგეშონი, გვივის ჩვენ ყოვლად-წმიდაი ღვთისმშობელი მარიამ, საქართველოს წილადხდომილი, და მრავაჯერ საქართველოს წილად ხდომილი და მრავალჯერ საქართველოს ერისა შეწუხებიდამ გამომხსნელი. მეწინავე და საჭურველ და ღონე მოკლებულ თუ ვართ და შეშინებულ გვაქვს ჩვენ შემწედ და წინა-მძღომელ, და ძლიერ საჭურველ ქრისტეს უკვდავი სისხლით შეღებილი ჯვარი, ძალ-მეფეთა სიმხმნე მხედართა, მფარველი ქრისტიანეთა და ძლიერად დამცემელ, და მამდაბლებელ მებრძოლთა მტერთა ჩვენთა. და უკეთუ უსჯულოთა მათ მუქარისა და სიქადულისა მათისაგან, გვეშინის და ვძრწით მივხედოთ, დიდის ვასილი ლოცვასა, და ერის შემოკრებასა, და ივლიანე განდგომილისა მის უსჯულოსა იმათზე სიქადულისა განცრუებასა, და წმიდის მერკვირის სასწაულით მყისვე და მსწრაფლ იმის დაცემასა და მოწყვლასა. ვილოცოთ შემოკრებულთა ამათ, ლიტანითა და გარე მოვლით მოვათრიოთ, პირნი ჩვენნი მიწაზედ დავსდვათ, თვალნი ჩვენნი ცრემლითა აღვავსნეთ, ხელნი ჩვენნი მკერდსა ცემითა და სულნი და გულნი, ჩვენნი ოხვრითა, სულთქმითა, კვნესითა და ვალალებითა დავღალოთ, და როგორც უღმრთო იგი ექადოდა წმინდას ვასილის სხვაზედ ბრძოლად, მიმსვლელი გამოვივლი და შენ, და შენსა მაგას ერსა და ქრისტიანობას ავაოხრებ, და სრულიად შევმუსრავო, მაგრამ შეიწყალა ღმერთმან ეგოდენნი ქრისტიანენი, და წმინდა მოწამე მკვდრეთით აღადგინა თვთის განგებამა, მიუხვდა ქრისტეს მხედარი ესე საკვირველი წმინდაი მოწამე, სცა გვერდცა სამხედროთა მახვილით და მყისვე დასცა იგი მწარითა სიკვდილითა. ეჰა საკვირველთ-მოქმედი მოწყალება შენი იესო, ეჰა მოწყალება და აურაცხელი სიტკბოება შენს მოსავს ერზედ იესო! ოი სადახარ, სად განისვენებ წმიდავ დიდო მთავარ მოწამეო მერკვირი?! განიღვიძე, აღდექ და წარმოდეგ უძლეველი ეგე მხედარი მახვილთა მაგით შენითა და უსჯულო იგი ახალი ივლიანე, ომარხან, რომ გვექადის და თავს გვიქნევს სრულიად აგაოხრებ და დაგატყვევებო, ეც მახვილთა და დაეც იგი ძლიერითა მკლავითა შენითა, და ახარე ამდენს ქრისტიანობასა, და გამოგვიხსენ ესოდენი ერნი მოსავნი ქრისტეს ჯვარისა, რომლისათვის მოიწყალ, რომლისათვისცა ეწამე, რომლისათვისცა სისხლი დასთხიე, ის შენი წმიდაი სისხლი ადიდე, და გამოგვიხსენ იმისის მძლავრებისაგან, შეეწიე ჩვენს იმდენს ქრისტიანობას, ჩვენთვის გამოხსნისათვის საომრადა და ბრძოლად განმზადებულთა, შენი მკლავი და საჭურველი მიაშველე, გაერიე იმ ჩვენს ჯარში წმიდა მერკვირი, განამხნევე ჩვენთვის მეშველად და შემწედ ბრძოლად მისა მიმსვლელი ვასილი გულაკოვი, შეიწყალე ჩვენნი სასურველნი მეფის ძენი იოანე და ბაგრატ, იმათს სიყრმე და სიჭაბუკეს ნუ შეაშინებ და განამხნე ძალითა შენითა, ნუგეში ეც და სიმხნე შემოსე ჩვენს ჯარს, შემოგტირით მწარითა კვნესითა, რომ რომელთამე მამა ეგულებათ რომელთამე ძმა ეგულებათ, რომელთამე შვილი, და რომელთამე საყვარელი ქმარი, და შეშინებულნი ვართ იმდენის შეყრილის ჯარისაგან, არ ვიცით რა მოუხდებათ, და თუ იმათ დაუმარცხდათ, ვაი ჩვენ, არ ვიცით ჩვენ რაღა დაგვემართება, რა მოგვიხდება, რას განსაცდელს შევესწრებით? როგორ არ ვიცით? რომ ავვოხრდებით და დავინთქმით მაგრამ ვსასოებ რომ ჩვენს ჯარს გაემარჯვოს, და სიხარულისა, და გამარჯვების ხმაც გავიგონოთ, ვსასოებ მადლითა შენითა, და სასწაულითა შენითა. განიღვიძე შენცა მთავარ-მოწამეო დიდო ღვაწლით შემოსილო წმიდავ გიორგი, რომლმან დაეც და შემუსრე ვესაპი იგი გესლოანი, და გამოიხსენ ეგოდენნი ერნი გესლიანისა მისგან, უსჯულოდ შეკრებულისა ჩვენზედ აღძრულისა მტერისა, ვითარცა გამოიხსენ ვეშაპისა მისგან შთასანთქმელად გულხელმოჭდობილი იგი ქალი! ეგრეთვე დღეს ჩვენ გულხელდაკრებილნი. გვეშინვის, ვსძრწით, და დარონებულ ვართ რამეთუ არა გვაქვს სხვა შემძლებლობა თვინიერ თქვენსა, წმიდანო დიდნო მთავარ მოწამეო, გიორგი, და მერკვირი, დიდებულო მთავარ ანგელოსო მიხაილ, პირო ღვთისავ ცხოველო ხატო ბრწყინვალითა სასწაულითა განშვენებულო, ყოვლად-უმანკოსა ქალწულისა დედისა ღვთისა სარტყელო. წმიდავ ევსტატი ძლევითა და მხედრობითა განსაკვირვებელო. და თვით საქართველოს ნათელ-მომფენელნო დედოფლის ქეთევანის, წმიდავ, ქრისტიანისათვის დათხეულო სისხლო! ესენი მეოხად გვივით, მფარველად და შემწედ. თქვენ შეეწიენით ჩვენს ჯვარსა და მხედრობასა, და ქრისტეს ძალითა და თქვენის სასწაულით შეაძრწუნეთ ომარხანის ჯარი, და იმისი მხედრობა, და ჩვენ ის მხედრობა და სიხარული გაგვაგონეთ, რათა მადლობასა და თაყვანისცემასა შეგწირავდეთ, აწ და უკუნისამდე.  

ღვთის შეწევნით მესამე ღეს გამარჯვების ამბავიც მოვიდა)